18 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" და მასთან აფილირებული ძალები საკონსტიტუციო ცლილებების პროექტს ნიჰილისტურად უდგებიან - ირაკლი მეზურნიშვილი

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ყველას, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩააგდებს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, კასპის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, ოპოზიციას არ სურს შეთანხმების შესრულება.

მეზურნიშვილი ოპონენტებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ის შედეგი, რაც შეიძლება მსგავს ქმედებას მოჰყვეს.

"ჩვენ ვხედავთ გარკვეულ კონტურებს, რომ ნაციონალური მოძრაობისა და მასთან აფილირებული ძალებისგან უკვე არის გარკვეული მცდელობა შეთანხმების დარღვევის. უკვე ნიჰილისტურად უდგებიან ამ საკითხს. მოვუწოდებ სულ ყველას, რომ ჩვენ შევძლოთ ამ შეთანხმების მიღება, რაც რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების ინტერესებს ემსახურება," - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება 8 მარტს შედგა. დიალოგში მონაწილე ელჩებმა შეთანხმების თაობაზე განცხადება გაავრცელეს. როგორც ფასილიტატორი დიპლომატების განცხადებაშია ნათქვამი, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

დღის ამბები