18 ნოემბერი 2024,   05:20
ვრცლად
ხელისუფლების რეაქცია უკრაინის ახალ გადაწყვეტილებაზე არის შეურაცხმყოფელი-ხატია დეკანოიძე

უმრავლესობის ახალ აქცენტებს ოპოზიციაში ანტისახელმწიფოებრივად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული არგუმენტები ძალიან სუსტია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება უკრაინისა და სააკაშვილის ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით არის მოღალატეობრივი ნაბიჯი.

"ეს არგუმენტი არ არის არგუმენტი ცივილიზებული სამყაროსთვის. საქართველოში მართლმსაჯულება და ოლიგარქიულ ვერტიკალს დამოკიდებული მთელი ეს სისტემა არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც. ხელისუფლების ისტერიკას და დემარშს განვიხილავდი მოღალატეობრივ ნაბიჯად,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივანი გიორგი კანდელაკი აღნიშნავს, რომ სააკაშვილამდეც ჰქონდა ხელისუფლებას უკრაინასთან მსგავსი დამოკიდებულება, რაც ძალიან ცუდი და საზიანოა საგარეო პოლიტიკისთვის.

"ეს წიხლის კვირის პოლიტიკა ხელისუფლებას უკრაინისადმი იქამდეც ჰქონდა, ვიდრე სააკაშვილი გამოჩნდებოდა. ეს არის კარგი მაგალითი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ეროზიისა,"- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ საქართ​ველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. 

დღის ამბები