18 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
ნუ გამოცდიან საერთაშორისო პარტნიორებისა და საზოგადოების მოთმინებას - ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდოამრის განცხადებებზე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის დღევანდელ განცხადებებს ოპოზიციის ნაწილმა უკვე უპასუხა.

მმართველი გუნდის ოპონენტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ 8 მარტს დადებული შეთანხმების ორივე პუნქტი დაიცვან.

გარდა ამისა, ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტპატიმრები საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე გათავისუფლდნენ.

"არჩილ თალაკვაძე შევახსენებ განცხადებებს, რომელიც გაკეთდა  ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირის საელჩოს მიერ. განცხადებები, რომელიც გაკეთდა შეთანხმების პოლიტიკური ნაწილის, პოლიტიკური პატიმრების შესახებ, არაფერი ახალი სათქმელი ამ თემაზე არ არის. შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან და ორივე ნაწილი უნდა შესრულდეს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა

"მან მოუწოდა ელჩებს, რომ გაახმოვანონ მოლაპარაკების დეტალები. დიპლომატიურმა კორპუსმა, რომელიც მონაწილეობდა და უძღვებოდა ამ მოლაპარაკებებს უკვე გამოხატა თავისი პოზიცია. როდესაც ოქრუაშვილს მიუსაჯეს, დიპლომატიურმა კორპუსმა  და მათ შორის ევროკავშირის ელჩმა გააკეთეს  განცხადებები, ასევე ამერიკის საელჩომ რომ ეს იყო შეთანხმების დარღვევა.

ჩვენ მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას" რომ დაიცვას ბოლომდე შეთანხმება, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე,"- აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

"ბატონ თალაკვაძეს ვურჩევდი ნუ გამოცდიან საერთაშორისო პარტნიორებისა და საზოგადოების მოთმინებას და შეარულონ ის პირობა, რაც 8 მარტს გაფორმდა. პოლიტიკური პატიმრების არსებობბას საქართველოში ადასტურებს არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში. შესაბამისად აუცილებელია, რომ ამ შეთანხმებას პატივი სცეს "ქართულმა ოცნებამ," - აღნიშნა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა საბა ბუაძემ.

8 მარტის შეთახმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ისევ უფრთიერთბრალდებების საბაბია. ოპოზიციას დღეს უმრავლესობამ უპასუხა. პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტების განცხადებებს პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე არსებული შეთანხმების შესახებ, სპეკულაციას უწოდებს და ამბობს, რომ ასეთი მოლაპარაკება არ არსებობს, ისევე როგორც, ქვეყანაში არ არსებობენ პოლიტპატიმრები.

არჩილ თალაკვაძე, რომელიც კუბილიუსის წერილსაც ახსენებს, ამბობს, რომ პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის ვალდებულება მმართველ გუნდს არ აუღია და ამას დაადასტურებენ ფასილიტატორი ელჩებიც. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს შუამაცვალ ელჩებსაც მიმართა და სთხოვა საჯარო განმარტება 8 მარტის შეთანხმების შინაარსზე.

დღის ამბები