ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ 8 მარტს მიღწეულ დოკუმენტში მკაფიოდ წერია, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმება შედგა.
"როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამ ტიპის დოკუმენტში ეწეროს სახელი და გვარები. წერია, რომ არ უნდა იყოს პოლიტიკურად წინააღდმეგობრივი შემთხვევები და სასამართლო არ უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკურ ამოცანას. ამის უკან რა სახელი უნდა ეწეროს?! ჩავწეროთ გიგი უგულავა, ხვალ იქნებ დათო ბაქრაძეს იჭერენ და ა.შ. ანუ როგორ წარმოგიდგენიათ. სახელებზე და გვარებზე კი არ იყო განცხადება, განცხადება იყო პრინციპზე, რომ ყველა ის წინააღმდეგობრივი და პოლიტიზირებული საქმე, რომელიც საზოგადოებაში არაერთგვაროვან შეფასებებს იწვევს, უნდა იყოს გადაწყვეტილი. ეს მოიცავს იმ ადამიების საქმეებსაც, ვინც პატიმრობაშია დ ასევე, ვისი საქმეებიც განხილვაშია," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა შეხვედრაზე კონკრეტული სახელები და გვარები ნახსენები, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ იყო.
"პირდაპირ წერია იმ განცხადებაში, მათ შორის პრეზიდენტთან მიმართებაში, რომ მან კონსტიტუციური უფლებამოსილება უნდა გამოიყენოს ამ ვითარების გამოსასწორებლად. ეს არის შეწყალების უფლება. საკმაოდ ღიად არის ის ტექსტი, რომელიც იქ არის და ამ ტექსტის უკან იყო სახელები და გვარები. ამას ადასტურებს აშშ და ევროკავშირის საელჩოების განცხადებები," - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ დიპლომატები გააკეთებენ კიდევ ერთხელ განცხადებას, სადაც იქნება დადატურებული ის პრინციპები, რაზეც შედგა შეთანხმება.
კითხვაზე, თუ არსებული მოცემულობა შენარჩუნდა, დაუჭერენ თუ არა მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ნახევარ შეთანმებას მხარს არ დაუჭერენ.
"ჩვენ გვაქვს იგივე პოზიცია, რაც გვქონდა 8 მარტის შეთანხმების პირველივე წუთიდან. ეს შეთანხმება ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაციას და ამას აქვს ორი პოლიტიკური მდგენელი: პირველი ეს არის პოლიტიური ოპონენტების დევნის შეწყეტა და მეორე საარჩევნო სისტემის მიღება. ამიტომ, ჩვენ ეს შეთანხმების შესრულება გვინდა. ნახევარი შეთანმხება, შეთანმხება არ არის.
თუ ვერ დავინახეთ რეალური ნაბიჯები, რა თქმა უნდა, მხარს ვერ დაუჭერთ შეთანხმების მხოლოდ ნახევრის შესრულებას. თუმცა გვინდა ამ შეთანხმების შესრულება," - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.