"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავა "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ თუ შენარჩუნდა არსებული მოცემულობა და პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
ბოკუჩავას თქმით, თუ ხელისუფლებას ნამდვილად სურს საარჩევნო სისტემაში ცვლილება მოხდეს, თავად შეუძლია მხარი დაუჭიროს.
"ასეთ მოცემულობაში არ ექნება მხარდაჭერა ამ ცვლილებებს, იმიტომ რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ შეთანხმებას აქვს ორი კომპონენტი, რომელიც უნდა შესრულებულიყო. თუ ივანიშვილი არ ასრულებს ერთ კომპონენტს, ბუნებრივია ჩვენ ვერანაირად ვერ შევძლებთ რომ მხარი დავუჭიროთ ამ ცვლილებებს.
ქართული ოცნება რომ ცდილობს, რომ ახლა რაღაცნაირად ბურთი გადმოადგოს ოპოზიციის მოედანზე, საკუთარი თავიდან ჩამოირეცხოს პასუხისმგებლობა და თქვას, რომ აი ოპოზიცია აგდებს და საზოგადოებას აშანტაჟებს ცვლილებების ჩაგდებით, ასე არ არის. ჩვენ არავის არ ვაშანტაჟებთ. შანტაჟის ენით საუბარი ძალიან მალე დასრულდება ამ ქვეყანაში.
ქართულ ოცნებას აქვს საკამრისი რაოდენობის ხმა პარლამენტში რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღოს. თუ ქართული ოცნების მიზანი არის რომ ერთი კომპონენტი მაინც ამ შეთანხმების ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს, თუ არ დადგამენ ცირკს, რომელიც რამდნიმე თვის წინ დადგეს, მათ თავისუფლად შეუძლიათ მიიღონ საკონსტუციო ცვლილებები,
პარლამენტში დანამდვილებით არის ოპოზიციის გარეშე საჭირო 112 ხმა იმისთვის, რომ პარლამენტმა მიიღოს ცვლილებები," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.