18 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
"ქართული ოცნების" სიტყვაზე ნდობა და ივანიშვილის სიტყვაზე ნდობა არ შეიძლება" - ნინო ბურჯანაძე პოლიტიკურ შეთანხმებაზე

8 მარტის შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ისევ ურთიერთბრალდებების საბაბია. ოპოზიციური პარტიები უმრავლესობას ტყუილში ადანაშაულებენ და დიპლომატებს თავადაც მოუწოდებენ, მოლაპარაკების დეტალები გაასაჯაროონ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ნდობა არ შეიძლება. მისივე თქმით, მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება უნდა, თუმცა არ გამოუვა.

"ქართული ოცნების" სიტყვაზე ნდობა და ივანიშვილის სიტყვაზე ნდობა რომ არ შეიძლება ეს კი ვიცოდით, მაგრამ არც დიპლომატიური კორპუსი არ თვლიდა, რომ აუცილებლად გვარები უნდა დაიწეროს, იმიტომ, რომ მათ ჩათვალეს, მათი იქ ყოფნა იყო ამ შეთანხმების გარანტი. არც კი იოცნებოს "ქართულმა ოცნებამ," რომ ეს საკონსტიტუციო შეთანხმება ჩავარდება,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, 8 მარტის შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ისევ ურთიერთბრალდებების საბაბია. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ შეთანხმებაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია.

დღის ამბები