"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, "ქართული ოცნება" პანდემიას და კრიზისს თავის ინტერესებისთვის იყენებს.
საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება "ქართულ ოცნებას" არ გამოუვა - აცხადებს "ლეიბორისტების" ერთ-ერთი ლიდერი.
"ისინი იყენებენ კრიზის იმისათვის, რომ ქართველი ხალხი და საერთშორისო თანამეგობრობა ხელმეორედ გადააგდონ. ცდილობენ არ გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, ჩააგდონ კონსტიტუციური არჩევნები, სწორედ ამ ვირეშმაკობას აქვს ადგილი. უნდა განხორციელდეს კონსტიტუციური ცვლილებები, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. მათი სურვილია, არ გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები და ცვლილებები ჩააგდონ,"- განაცხადა გიორგი გუგავამ.
შეგახსენებთ, 8 მარტის შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ისევ ურთიერთბრალდებების საბაბია. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ შეთანხმებაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა.