ოპოზიციის დიდი სპექტრი თანხმდება, რომ მთავარი ამოცანა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა, რასაც "ქართული ოცნება" თავს არიდებს.
პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, დღესდღეობით ორივე საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - როგორც საკონსტიტუციო არჩევნები, ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.
"მათ მოიყვანეს ჩემი განცხადების თავისებური ვერსია. ორივე საკითხი ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენი ამოცანაა, იქნებ გონს მოეგოს ივანიშვილი და ქვეყნისთვის უკეთესი სცენარი განვითარდეს,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, 8 მარტის შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ისევ ურთიერთბრალდებების საბაბია. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ შეთანხმებაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა.
პარლამენტის თავმჯდომარე კი, ოპონენტების განცხადებებს სპეკულაციას უწოდებს. არჩილ თალაკვაძემ შუამავალ ელჩებსაც მიმართა და სთხოვ, 8 მარტის შეთანხმების შინაარსზე საჯარო განმარტება მათაც გააკეთონ, რომ საზოგადოებისთვის უფრო ნათელი გახდეს, რაზე შეთანხმდნენ კონკრეტულად პარტიები.