პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არჩილ თალაკვაძის განცხადებას პასუხობს, რომელმაც აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ახალ სახეებს ეძებს.
კითხვაზე - იქნება თუ არა საარჩევნო კამპანიის დროს ისევ პრემიერ-მინისტრი თუ მმართველ პარტიას ახალი გუნდი ეყოლება, გახარიამ უპასუხა, რომ "ყველაფერი შეიძლება".
"ყველაფერი შეიძლება, დარწმუნებული ვარ "ქართული ოცნების" ახალი სახე ვეღარ ვიქნები, ერთხელ უკვე ვიყავი, ამაში დარწმუნებული ვარ. მე ჩემს გუნდთან ერთად ვარ, ერთხელ ვთქვი უკვე, მაშინ გაზაფხულს ველოდებოდით, ახლა შემოდგომას დაველოდოთ და შემოდგომას დავითვალოთ წიწილები," - განაცხადა გახარიამ.