"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ვალდებულია ორივე პირობა შეასრულოს, რომელიც შეთანხმების დროს დადო.
"ნურავის გონია, რომ პანდემიას გამოიყენებენ. შეთანხმების ორივე ნაწილი განხორციელდება. ჩვენ ამას ვაიძულებთ "ქართულ ოცნებას," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, 8 მარტის შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ისევ ურთიერთბრალდებების საბაბია. მმართველი გუნდის განცხადებით, შეთანხმებაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია.