18 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
18 ავიაკომპანია მზადაა ფრენების აღსადგენად - ეკონომიკის მინისტრი

როგორ ემზადება საქართველო საერთაშორისო მოგზაურების მისაღებად პანდემიის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად - ეკონომიკის სამინისტროში ამ თემის განსახილველად შეხვედრა შედგა.

ეკონომიკის მინისტრი სატრანსპორტო სფეროს მარეგულირებელი სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა. საუბარი იყო მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისი წესების შემუშავებაზე როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო საქალაქთაშორისო ტრანსპორტითა და რკინიგზით.

საუბარი შეეხო ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილებას. ითქვა, რომ 36 საავიაციო კომპანიიდან, რომელიც ჩვენს ბაზარზე ოპერირებს, ნახევარი მზად არის ფრენების კვლავ გასაახლებლად.

"მნიშვნელოვანია ის მოლაპარაკებები, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ სხვადასხვა საავიაციო კომპანიასთან. 36 საავიაციო კომპანიიდან, რომელიც ჩვენს ბაზარზე ოპერირებს, უკვე 18-თან წინასწარი შეთანხმება არის მიღწეული, რომ ისინი აღადგენენ ფრენებს. რა თქმა უნდა ამას წინ უნდა უძღვოდეს ჩვენი დიპლომატიური არხების, ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმება, უსაფრთხო კორიდორის პრინციპებზე. მაგრამ რაც მთავარია ავიაკომპანიები მზად არიან პირველივე ინდიკაციის თანახმად აღადგინონ ფრენები," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, გეგმის მიხედვით, საერთაშორისო ფრენები საქართველოში პირველი ივლისიდან უნდა აღდგეს.

დღის ამბები