18 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
ივანიშვილმა გამოუშვას პოლიტპატიმრები და თუ უნდა ნუ დაარქმევს პოლიტპატიმრებს - გიგა ბოკერია

- ამერიკელი სენატორები და კონგრესმენების გზავნილებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გამოეხმაურა.

ბოკერია აცხადებს, რომ აუცილებელია მმართველმა პარტიამ და მისმა თავმჯდომარემ შეასრულონ ყველა პირობა, რომელსაც 8 მარტის შეთანხმება ითვალისწინებს. 

"შეერთებული შტატების მთლიანად და მე ვიტყოდი საქართველოს ყველა მეგობრისა და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია არის ერთი და იგივე. ივანიშვილმა უნდა შეასრულოს ყველა პირობა, რომელიც დადო ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მეგობრების წინაშე. გამოუშვას პოლიტპატიმრები და თუ უნდა ნუ დაარქმევს პოლიტპატიმრებს, შეცვალოს საარჩევნო სისტემა. მერე უნდა ჩავატაროთ მაქსიმალურად ნორმალური არჩევნები, მერე ივანიშვილი უნდა შეეგუოს ქართული საზოგადოების ვერდიქტს, მერე უნდა გვყავდეს მთავრობა, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმი რიში იმედოვნებს, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები 8 მარტის შეთანხმებას სრულად შეასრულებენ, რაც მათ შორი გულისხმობს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის მიღებას.

" საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მოველი, რომ სრულად შეასრულონ მარტის შეთანხმება, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემისკენ“, - წერს ტვიტერზე რიში.

8 მარტის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს ადამ კინზინგერიც. რესპუბლიკელი კონგრესმენი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შესრულება აუცილებელია.

ამ განცხადებას წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარის ელჩებისადმი მიმართვა - არჩილ თალაკვაძემ მოუწოდა ფასილიტატორებს საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია კონკრეტული პირების ციხიდან გათავისუფლების ვალდებულება, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს.

 

დღის ამბები