18 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
ერთადერთი პირობა, რაც სააკაშვილს წარმატებისთვის სჭირდება, პრეზიდენტ ზელენსკის პოლიტიკური მხარდაჭერაა - გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე უკრაინაში ზურაბ ადეიშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. 

გრიგოლ ვაშაძემ ასევე ისაუბრა უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე და განმარტა, რომ თუ მას ექნება ისეთივე მხარდაჭერა, როგორიც ახლა აქვს, შედეგი მალე დაიდება.  

"ზურაბ ადეიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, საქმის კურსში არ ვარ. ვიცი, რომ კონსულტაციებს უწევდა უკრაინის ხელისუფლების რამდენიმე უწყებას, თუმცა კონკრეტულად, სად ინიშნება, ამას ვერ გეტყვით. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, უკრაინა იმყოფება ძალიან მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში. გასაგებია და ამაზე თითქმის მთლიან პოლიტიკურ სპექტრში არის შეთანხმება, რომ საჭიროა კარდინალური ცვლილებები. ამას ეთანხმება ყველა ფრაქცია, გარდა იმ ფრაქციისა,  რომელსაც უკრაინაში პრორუსულს ეძახიან. ისიც გასაგებია, რომ სჭირდებათ ადამიანი, რომელსაც სწრაფი და ეფექტური რეფორმების გატარების უზარმაზარი გამოცდილება აქვს და ამ გამოცდილებასთან ერთად, აქვს საშუალება ელაპარაკოს დასავლურ პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებს, იმისათვის რომ მაქსიმალური დახმარება მოუტანოს უკრაინას. აქედან გამომდინარე, მე მგონია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დანიშვნა იყო დაგვიანებული და სწორი ნაბიჯი. ერთადერთი პირობა, რაც სჭირდება სააკაშვილს წარმატებისთვის, არის პრეზიდენტ ზელენსკის პოლიტიკური მხარდაჭერა. თუ მას ექნება ისეთივე დოზით, როგორც ახლა აქვს და ყველა ის რესურსი, რომელიც არის პროდასავლურ პარტიებს შორის შენარჩუნდება, თქვენ ნახავთ, რაოდენ სწრაფად იქნება შედეგები " - გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები