სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ყალიბდება ახალი კატეგორია, ფერმერების კატეგორია, რომელსაც სახელწიფო უნდა დაეხმაროს.
ლევან დავითშვილის თქმით, ფერმერების დახმარების პაკეტში დამატებითი ინსტრუმენტებია წარმოდგენილი.
"ფერმერების დახმარების პაკეტი განსხვავდება დღეს და დამატებითი ინსტრუმენტებია წარმოდგენილი. ეს მოიცავს კომპლექსურად მსხვილ პაკეტს ფერმერების დახმარების, რომელიც შედგება, როგორც საკრედიტო ინსტრუმენტებისგან, ეს არის საგრანტო დახმარება, ეს არის პირდაპირი დახმარება დიზელის სახით, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვნელოვანი წარმოების ინსტრუმენტია. ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური დახმარების და ცოდნის კომპონენტიც. ამაზე დეტალურად გვექნება საუბარი, თუმცა როცა ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობაზე არ შეიძლება არ აღინიშნოს, ზოგადად როგორია სოფლის მეურნეობის პოლიტიკა - 2013 წელს სოფლის მეურნეობა გამოცხადდა როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის ეკონიმიკის და უპრეცენდეტოდ დიდი დახმარება იყო ამ პერიოდში ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რადგან მან პირადი სახსრები, დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე დახარჯა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ეს იყო გარდამტეხი პერიოდი სოფლის მეურნეობისთვის.
პირველად "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში გაისაზღვრა სოფლის მეურნელობის კერძო სექტორის დახმარების ძალიან თანმიმდევრული და სრულყოფილი პაკეტილ, რომელიც გულისხმობდა ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგილის დახმარებას. ჩვენ შარშან უპეცენდენტოდ მაღალი საექსპორტო შედეგები გვქონდა.
ასევე შეიძლება აღინიშნოს, რომ ექსპორტის თითქმის მესამედი მოდის აგრო-სასურსათო პროიდუქტზე, ამიტომ სასურსათო უზრუნველყოფისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოება და მას აქვს ასევე ეკონომიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა.
ჩვენს ქვეყანაში ყალიბდება ახალი კატეგორია, ფერმერების კატეგორია, მათ მიზნების დახამრებაში სახელწიფო უნდა დაეხმაროს," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა