18 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
პოლიტიკური პატიმარი არ ნიშნავს იმ სიტუაციას, როდესაც პოლიტიკოსი ციხეში აღმოჩნდება - ჰუბერტ ქნირში

"​პოლიტიკური პატიმარი არ ნიშნავს იმ სიტუაციას, როდესაც პოლიტიკოსი ციხეში აღმოჩნდება,"- ასე უპასუხა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა შეკითხვას "არსებობენ თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები."

თემასთან დაკავშირებით ელჩმა "ღამის კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

"პოლიტიკური პატიმარი, როგორც ამ ტერმინს "ამნესტი ინტერნეიშენალი" განმარტავს, არის ადამიანი, ვისაც თავისი პოლიტიკური შეხედულებებისა და პოლიტიკური საქმიანობის გამო სისხლის სამართლებრივი საშუალებებით დევნიან და ციხეში სვამენ. ტერმინი "პოლიტიკური პატიმარი" არ ნიშნავს იმ სიტუაციას, როდესაც პოლიტიკოსი ციხეში აღმოჩნდება,"- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის რამდენიმე რაუნდიან მოლაპარაკებებში ჩართულ დიპლომატებს შეთანხმების შინაარსზე განმარტებების გაკეთებისკენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გუშინ, 11 მაისს მოუწოდა. ჰუბერტ ქნირში ერთადერთი ელჩია, რომელმაც 8 მარტის შეთანხმების შინაარსზე საუბარი ისურვა.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 8 მარტს მიღწეული შეთანხმების დეტალებზე ვერ თანხმდებიან. ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან ერთად იმ პოლიტიკოსების გათავისუფლებაც იყო, რომელსაც ისინი პოლიტპატიმრებად მოიაზრებენ, "ქართული ოცნება" კი შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფს. 

დღის ამბები