18 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა, საქართველო აღმოჩნდება თავისი დემოკრატიული განვითარების ძალიან რთულ წერტილში - გერმანიის ელჩი

გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში მიიჩნევს, რომ თუ საქართველოში არჩევნების წესის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდა, ქვეყანა დემოკრატიული განვითარების ძალიან რთულ წერტილში აღმოჩნდება.

ელჩმა "ღამის კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი რამ თავიდან იქნება აცილებული.

"არჩევნები ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება, ახლა მაისის შუა რიცხვებია და საქართველოში ჯერ არ არის საარჩევნო კანონი, რომლის მიხედვითაც ეს არჩევნები რეალურად შეიძლება ჩატარდეს. ვფიქრობ, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პრობლემა საერთაშორისო რეაქცია კი არ იქნება, არამედ საქართველო აღმოჩნდება თავისი დემოკრატიული განვითარების ძალიან რთულ წერტილში. ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ ასეთი რამ თავიდან იქნება აცილებული

მიუხედავად პანდემიისა, ძალიან კარგი მიღწევებია არჩევნებისთვის მომზადების კუთხით. ჯერ კიდევ შესაძლებელია საქართველოში ახალი საარჩევნო კანონით, უკეთესი პირობებით, ამ არჩევნების ჩატარება. თუმცა, პარტიებს ჯერ კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი. მე ჯერ არ მინახავს პარტიების წინადადებები, კანდიდატები, პროგრამები, მათი შეთავაზებები, თუ რა შეიძლება მომავალში გაკეთდეს უკეთესად. ეს არის პოლიტიკური პარტიების ამოცანები, რომ ამაზე იფიქრონ და მოსახლეობას თავიანთი წინადადებები წარუდგინონ. მოუთმენლად ველი ამ პროცესს,"- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

დღის ამბები