პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დღეს ოპოზიცური სპექტრი იმისთვის შეიკრიბა, რომ შეჯერდნენ საერთო განცხადებაზე.
ჯაფარიძის თქმით, 8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტი უნდა იქნეს სრულად შესრულებული.
"ორივე საკითხის სრულად შეთანხმებას ვითხოვთ. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება გულისხმობს თავის პროცედურას, პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლება გულისხმობს თავის პროცედურას. ჩვენ მუდმივად უნდა მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან, რომ პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლდნენ.
საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის პარლამენტში საკმარისი რაოდენობის ხმა არსებობს. დღეს მმართველი პარტია უარყოფს ასეთი ტიპის შეთახნებას, ის პარტიები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ პარლამენტში, ისინი აგრძელებენ ბოიკოტის რეჟიმს, სანამ არ მოხდება დაბურუნება იმ კონსტირუქციული სულისკვეთებისადმი, რომელიც იყო 8 მარტს. ჩვენ ორივე პროცესისადმი უნდა გვქონდეს ძალიან მძლავრი ყურადღება," - აღნიშნა ჯაფარიძემ.
გარდა ამისა, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ქვეყანამ საკონსიტუციო ცვლილებები აუცილებლად უნდა მიიღოს.
"რაც შეეხება იმას, ჩაიშლება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ქვეყნისთვის," - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას.