18 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
ეს ევროპარლამენტარი არის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მოკავშირე - გია ვოლსკი მიხაილ გალერის კრიტიკას ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობასთან დაკავშირებით გერმანელი ევროპარლამენტარის კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა და მიხაილ გალერს "ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირე უწოდა.

გია ვოლსკის თქმით, არსებობს იმის მაგალითები, როდესაც ევროპარლამენტარებს სხვა შეფასებები ჰქონდათ და ისეთ სასამართლოს, როგორიც სტრასბურგის სასამართლოა, სხვაგვარი სამართლებრივი გადაწყვეტილებები გამოჰქონდათ:

"ევროპარლამენტართან ან სენატორთან დაპირისპირების ან დაპირისპირების ატმოსფეროს შექმნა რასაკვირველია პოლიტიკურ ველს საქართველოში აზიანებს და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ კონსტრუქციულები მაქსიმალურად, მაგრამ იცის ყველამ, რომ ევროპარლამენტარი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ეს არის ფაქტიურად "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მოკავშირე და თვითონაც ძალიან კარგად იცის, რომ მასალები რომელიც არსებობს, ის უნდა კარგად შეისწავლო, ნახო და ამის საფუძველზე  უნდა შემდეგ ინსტანციაში დააყენო საკითხი.

თუნდაც გახსოვთ თქვენ, ევროპარლამენტარების აქტიურობა "რუსთავი2"-თან დაკავშირებით და სტრასბურგმა აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება გამოიტანა," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ევროპარლამენტის წევრი მიხაილ გალერი "ქართული ოცნების" მთავრობას წერილით მიმართავს, სადაც ტერმინ პოლიტპატიმარს იყენებს. 

"დასავლელი პარტნიორები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან, ეს აუცილებელია სამართლიანი არჩევნებისთვის, ეს "ოცნებისთვის" ლაკმუსის ტესტი იქნება," - აცხადებს ევროპარლამენტის წევრი მიხაილ გალერი.

დღის ამბები