18 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" თავი ჭაობში შეიყვანა...გამოსავალი მხოლოდ ერთია - შეთანხმების შესრულება - დავით ბაქრაძე დასავლელი პარტნიორების წერილზე

დასავლელი პარტნიორები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან, ეს აუცილებელია სამართლიანი არჩევნებისთვის, ეს "ოცნებისთვის" ლაკმუსის ტესტი იქნება - აცხადებს ევროპარლამენტის წევრი მიხაილ გალერი. მისივე თქმით, ყველა მხარემ უნდა დაიცვას 8 მარტის შეთანხმება.

დასავლელი პარტნიორის მიმართვას, ქვეყნის ოპოზიცური ნაწილი გამოეხმაურა. 

დავით ბაქრაძის განმარტებით, გამოსავალი მხოლოდ ერთია და ეს შეთანხმების სრულყოფილად შესრულებაა. 

"ვხედავთ, რომ 8 მარტის შეთანხმებით მანიპულირების შედეგად, ხელისუფლება მივიდა იმ ვითარებამდე, როდესაც ევროპარლამენტის წევრები უკვე ღიად იყენებენ ტერმინს პოლიტიკური პატიმრები და პირდაპირ ითხოვენ მათ გამოშვებას. ასეთი რამ წარსულში არ ყოფილა.

საკუთარი მანიპულირებითა და ტყუილით, "ქართულმა ოცნებამ" თავისი თავი ჭაობში შეიყვანა, სადაც ყველა ნაბიჯით უფრო ღრმად იძირება. ამიტომ, გამოსავალი მხოლოდ ერთია - შეთანხმების შესრულება,"- განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები