ევროპარლამენტარის მხრიდან ტერმინ - პოლიტპატიმრის გამოყენებას ოპოზიცაში ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგად აფასებენ. თინა ბოკუჩავას განცხადებით, უკვე ევროპარლამენტარებიც ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტპატიპრები არიან.
"სამწუხაროდ, საქართველოსთან მიმართებით ბევრი პოლიტიკოსი იყენებს ტერმინს - პოლიტპატიმარი. ვნახეთ ჯიმ რიშის განცხადება, რომელიც ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში წამყვანი პოლიტიკოსია და ახლა ვხედავთ, რომ უკვე ევროპარლამენტარებიც ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტპატიპრები არიან და ასევე იმაზე, რომ ივანიშვილმა უნდა გამოუშვას ისინი იმისათვის, რომ 8 მარტის ხელშეკრულება შესრულებულად ჩაითვალოს,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, თინათინ ბოკუჩავა.
ევროპარლამენტის წევრი მიხაილ გალერი "ქართული ოცნების" მთავრობას წერილით მიმართავს, სადაც ტერმინ პოლიტპატიმარს იყენებს.
"დასავლელი პარტნიორები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან, ეს აუცილებელია სამართლიანი არჩევნებისთვის, ეს "ოცნებისთვის" ლაკმუსის ტესტი იქნება," - აცხადებს ევროპარლამენტის წევრი მიხაილ გალერი.