18 ნოემბერი 2024,   05:21
ვრცლად
თუკი ხელისუფლება არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, მთელი მსოფლიოს ლანძღვის ობიექტი ვიქნებით - გურამ ჩალაგაშვილი

ხელისუფლებამ ბოლომდე მიაღწია იმას, რომ უკვე ძალიან ბევრი საერთაშორისო პარტნიორი პირდაპირ იყენებს ტერმინს - "პოლიტიკური პატიმარი" - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" წევრი, გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს. მისივე თქმით, ხელისუფლება ახლა ცუდ მდგომარეობაშია.

"ხელისუფლებამ ბოლომდე მიაღწია იმას, რომ უკვე ძალიან ბევრი საერთაშორისო პარტნიორი პირდაპირ იყენებს ტერმინს - "პოლიტიკური პატიმარი". ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ვფიქრობ, რომ თუკი ხელისუფლება არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, მთელი მსოფლიოს ლანძღვის ობიექტი ვიქნებით," - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" წევრი, გურამ ჩალაგაშვილი. 

"თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე შალვა შავგულიძე კი აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებისგან სიტყვა პოლიტპატიმრის გამოყენება იმის მიმანიშნებელია, რომ ხელისუფლებამ პრიორიტეტად პოლიტიკური მოტივაციები აირჩია. 

"ქართული ოცნების" მოხერხებაა ისიც, რომ უკვე საერთაშორისო პარტნიორებიც აღარ ერიდებიან ტერმინ "პოლიტპატიმარის" გამოყენებას. ეს ყველაფერი გაკეთებინებს დასკვნას, რომ ხელისუფლების ქმედებებში პრიორიტეტულია პოლიტიკური მოტივაციები და სწორედ ამ შემთხვევაში გამოიყენება ფრაზა პოლიტიკური პატიმრები,"- აღნიშნავს "თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე შალვა შავგულიძე. 

დღის ამბები