ფოთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც მთავარი განსახილველი საკითხი ფრაქცია "ქართული ოცნები"ს თავმჯდომარის ცვლილება იყო. მიუხედავად იმისა, რომ სხდომა ოფიციალურად დახურულად არ გამოცხადებულა, მასზე დასწრების საშუალება მედიის წარმომადგენლებს არ მიეცათ.
საკრებულოს თავმჯდომარის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მან საკრებულოს წევრებთან ერთად COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიების ფარგლებში მიიღო, რადგან ჟურნალისტების დაშვებით შეუძლებელი იქნებოდა დარბაზში სოციალური დისტანციის დაცვა.
მისივე განმარტებით, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ზურაბ ჩაჩუა თანამდებობიდან მასზე დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობის გამო გაათავისუფლეს.