18 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარეს ესაუბრა - "მას ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა გადავეცი"

 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესპანელ კოლეგას, ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარეს ესაუბრა.

საქართველოს და ესპანეთის პარლამენტის თავმჯდომარეებმა, COVID-19-თან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, სოციალურ და ეკონომიკურ პროგრამებზე ისაუბრეს. არჩილ თალაკვაძემ ესპანელ კოლეგას ქართველი ხალხის სოლიდარობა დაუდასტურა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა პანდემიას მალე დაამარცხებს.

"საინტერესო და ხანგრძლივი საუბარი მქონდა ჩემს ესპანელ კოლეგასთან, ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარე მერიჩელ ბატეტ ლამანიასთან

ვიდეოკონფერენციის ფორმატში COVID-19-თან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, სოციალურ და ეკონომიკურ პროგრამებზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში და შემდგომ, საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები. 

ესპანეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა გადავეცი. იმედი მაქვს, რომ ესპანეთი კოვიდ19-ის ეპიდემიას მალე დაამარცხებს და მშვიდი, კარგი დღეები დაბრუნდება,"- აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე. 


 

დღის ამბები