18 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
მნიშვნელობა არ აქვს რა საარჩევნო სისტემით გავალთ არჩევნებზე, კრიმინალი ბიძინა ივანიშვილი მართვის სადავეებს ჩამოშორდება - ნიკა მელია

მოლაპარაკებისა და ოპოზიციის მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ, რის მიხედვითაც ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელი საარჩევნო სისტემით გავლენ არჩევნებზე.

ნიკა მელია, ხელისუფლების სხვა ოპონენტების მსგავსად, მიიჩნევს, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი უნდა შესრულდეს და მხოლოდ ერთი პირობის შესრულებას მისი პარტია მხარს არ დაუჭერს.  

"ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" მხარს არ დაუჭერენ ამ გადაწყვეტილებას, ეს პოზიცია მტკიცეა. დღეს ჩვენი პოზიციები გავცვალეთ ამასთან დაკავშირებით. მნიშვნელობა არ აქვს, რა საარჩევნო სისტემით გავალთ არჩევნებზე. კრიმინალი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ დედამიწის ქერქში იქექება და რაღაც სპილენძი და ოქრო ამოაქვს, მართვის სადავეებს ჩამოშორდება,"- განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ. 

პარტიებმა ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს, რომელშიც ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს აკისრებენ. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური სპექტრი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება. 

დღის ამბები