დამოუკიდებელი დეპუტატ ეკა ბესელიას, რომელიც დღეს, ოპოზიციის მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილების ხელმომწერია, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, შედარებით განსხვავებული პოზიცია აქვს.
ეკა ბესელიას თქმით, 8 მარტს მიღებული შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულება თანაბრად მნიშვნელოვანია, თუმცა ის მზად არის საჭიროების შემთხვევაში მხარი საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას დაუჭიროს.
"აბსოლუტურად გვესმის მათი, ვინც ამბობს რომ არ მისცემს ხმას კონსტიტუციურ ცვლილებას. მაგრამ თუკი შევხედავ, რომ ვერ აგროვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას კონსტიტუციური ცვლილება, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, რამდენიმე დეპუტატმა გადავწყვიტოთ და მივცეთ ხმა ამ ცვლილებას,"- აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია.