18 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
რაც დრო გადის, სულ უფრო მეტია მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დესტრუქცია არის ერთადერთი გზა - გიორგი ვოლსკი ოპოზიციის შეთანხმებაზე

მმართველ პარტიაში, ოპოზიციის მოთხოვნას 8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულების შესახებ, გამოეხმაურნენ.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, რაც დრო გადის სულ უფრო მეტია მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დესტრუქცია არის ერთადერთი გზა.

"რაც დრო გადის სულ უფრო მეტია მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დესტრუქცია არის ერთადერთი გზა. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ ფორმულით, რომელსაც ისინი მხარს უჭერენ, ალბათ გამარჯვების იმედიც უნდა ჰქონდეთ და შემდეგ თუკი საზოგადოება გადაწყვეტს რომ ადამიანები, რომლებსაც ისინი ასახელებენ არიან პოლიტიკური პატიმრები, ალბათ განახორციელებენ კიდეც იმ უკანონო ბრძანებას, რასაც ჩვენს ხელისუფლებას მოუწოდებენ,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები