18 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
ამერიკა-საქართველოს ძლიერი პარტნიორობა - გიორგი გახარიასა და ამერიკელ სენატორს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ამერიკა-საქართველოს ძლიერი პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო კავშირის შემდგომი განვითარების გზები - ეს საკითხები განიხილეს სატელეფონო საუბრის დროს გიორგი გახარიამ და ლინდსი გრემმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ სენატორს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ქართველი ხალხის სახელით საქართველოს ჯანდაცვის სისტემის და მათ შორის ლუგარის ცენტრის გაძლიერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე, საუბარი შეეხო რუსეთის მხრიდან უკანონო ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას, რაც პანდემიის პარალელურად მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სენატორი ლინდსი გრემი თბილისში მოიწვია. სატელეფონო საუბარი ქართველი პრემიერის ინიციატივით შედგა.

დღის ამბები