18 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი რომის პაპს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს ტელეფონით ესაუბრა.

პაპმა ფრანცისკემ სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის "ილოცებს საქართველოსთვის, როგორც უდიდესი სულიერების მქონე და მისთვის ძვირფასი ერისათვის."

სატელეფონი საუბრის დროს განხილული იყო მსოფლიოში ეკოლოგიური მდგომარეობა და გარემოსდაცვით საკითხები, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ჰუმანიტარულ კრიზი.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"საუბარი შეეხო კორონავირუსის კრიზისის პერიოდში საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისაგან მოკითხვა გადასცა და აღნიშნა, რომ სწორედ საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობაზე ესაუბრა კათოლიკოს-პატრიარქს შეხვედრისას. 
 
საუბარი შეეხო ასევე, მსოფლიოში ეკოლოგიურ მდგომარეობასა და გარემოსდაცვით საკითხებს, რომელიც რომის პაპის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. 
 
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსთვის ეკოლოგიის დაცვა და ქვეყანაში არსებული ეკოსისტემების შენარჩუნებაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. რომის პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოსდაცვით საკითხებში იგი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
 
საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და იქ შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით ესაუბრა. რომის პაპმა განაცხადა, რომ კრიზისის დროს კიდევ უფრო ნათლად ჩანს რამდენად დიდია ურთიერთსაჭიროება და ერებს შორის ძმობის აუცილებლობა. 
 
რომის პაპი 14 მაისს პანდემიისგან დედამიწის ხსნისთვის ლოცვას აღავლენს. მან საქართველოს პრეზიდენტს აღუთქვა, რომ ილოცებს საქართველოსთვის, როგორც უდიდესი სულიერების მქონე და მისთვის ძვირფასი ერისათვის," - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები