18 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
500 მილიონი ევრო საქართველოსთვის - მორიგ სოლიდურ დახმარებაზე ანდრიუს კუბილიუსი საუბრობს

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოსთვის 500 მილიონი ევროს გამოყოფას აანონსებს. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, თანხა COVID-19-თან საბრძოლველად არის გათვალისწინებული და დახმარების საკვანძო კომპონენტი საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან იქნება დაკავშირებული.

ლიეტუველი დეპუტატი 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზეც საუბრობს. ანდრიუს კუბილიუსის თქმით, საბიუჯეტო მხარდაჭერით გასაცემი სახსრების ნაწილი მიბმული იქნება საქართველოსთვის სპეციალურ პირობებზე, განსაკუთრებით, მიმდინარე რეფორმების განხორციელებაზე, კანონის უზენაესობის, სასამართლო და საარჩევნო რეფორმის საკითხებში. 

დღის ამბები