კიდევ ერთი გზავნილი ევროპარლამენტიდან და კიდევ ერთხელ ნახსენები პოლიტიკური პატიმრები - ამჯერად საქართველოს ხელისუფლებას ევროპარლამენტის წევრი პოლონეთიდან, ანდჟეი ჰალიცკი მიმართავს.
ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ არ შესრულდა 8 მარტის ხელშეკრულება.
"ჩვენ, ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრები, მივესალმებით 8 მარტის ხელშეკრულებას, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმდა. პოლიტიკური პატიმრების პატიმრობაში დატოვება ნიშნავს, რომ შეთანხმება დაირღვა და სამართლიანი არჩევნები არ იქნება. გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები!" - წერს ჰალიცკი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.