ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს ფრაქცია მხარს დაუჭერს. მისი თქმით, ეს ცვლილებები პირველ რიგში ქართველ ხალხს სჭირდება.
გია ჟორჟოლიანის თქმით, უკეთესი საარჩევნო სისტემა სამართლიანი და ობიექტური არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.
"არავითარი ჩიხი არ არსებობს, იმიტომ, რომ კანონპროექტის მიღებას სჭირდება 113 ხმა, პარლამენტში არის 150 დეპუტატი. "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოში" ერთად არის 27 დეპუტატი. 150-ს რომ გამოვაკლოთ 27, არის 123. უმრავლესობას 93 ხმა აქვს და ამის გარეთ არის კიდევ დეპუტატების ძალიან დიდი ნაწილი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ცვლილება არის არა საცდელი, სათამაშო სემინარი "ქართულ ოცნებასა“ და "ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ეს ცვლილება სჭირდება ქართველ ხალხს. ჩვენ ამას მხარი დავუჭირეთ და დავუჭერთ. კარგია, რა თქმა უნდა, თუ შედგება კონსენსუსი. მე მოვუწოდებდი მათ, ვინც მხარს არ უჭერს, მეორე ნაწილის გამო და მიაჩნია, რომ "ოცნება" არ ასრულებს მეორე ნაწილს და საქართველოში სასამართლო არ არის სამართლიანი, ობიექტური და ა.შ. კი ბატონო, ჩავთვალოთ, რომ ეს ასეა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ჩვენ უკეთესი საარჩევნო კანონმდებლობა გამოგვადგება იმაში, რომ უფრო ობიექტური და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და თუ ხალხი მხარს არ უჭერს ოცნებას, მაშინ ეს "ოცნება" ამ არჩევნებით იყოს გადარჩეული," - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.