შეკითხვაზე- არიან თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ამის შესახებ შეფასება სტრასბურგის სასამართლომ უნდა გააკეთოს ად აღნიშნავს, რომ კონტექსტი, რა დროსაც ეს ადამიანები იყვნენ დაკავებული, პოლიტიკურ მიზნებს შეიცავს. ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
ლევან კობერიძე ოპოზიციისა და ხლისუფლებას შორის დადებული შეთანხმებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ აზრთა სხვადასხვაობას და "ქართული ოცნების" ქმედებებს, უკრაინაში სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნასთან აკავშირებს:
"ის რაც "ქართულმა ოცნებამ" წამოიწყო, შეიძლება დაკავშირებული იყოს სააკაშვილის დანიშვნასთან უკრაინაში. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ან მისმა რომელიმე წარმომადგენელმა გადაწყვიტა, რომ ასეთი სახით ეპასუხა დასავლელი პარტნიორებისათვის ამ დანიშვნაზე და არ დაფიქრდნენ, ქვეყნისთვის რა დამაზიანებელი პროცესი შეიძლება მოჰყოლოდა,"- განაცხადა კობერიძემ.
მისი თქმით, 2020-ის არჩევნების მთავარი მიზანი სწორედ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ორპოლუსიანობის გარღვევა უნდა იყოს.
ლევან კობერიძე ოპოზიციასაც და მმართველ გუნდსაც მოუწოდებს, რომ პასუხისმგებლობა, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით საზოგადოების წინაშე აიღეს, შეასრულონ და კანონპროექტს მხარი დაუჭირონ.