საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ბერაიას განცხადებით, კუბილიუსის წერილი, სადაც მოთხოვნილია პატიმრების გათავისუფლება, მათი მხრიდან აღქმულია, როგორც მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევა, რაც მისივე თქმით მიუღებელია.
"სამწუხაროა, როდესაც ცალკეული პოლიტიკოსები ცდილობენ დაუკავშირონ ამ მიზნით გამოყოფილი დახმარების მიღება, კონკრეტული კრიმინალების გათავისუფლებას. ჩვენი მხრიდან ეს აღქმულია, როგორც მორიგი მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი ჩავერიოთ მართლმსაჯულების სისტემაში, რაც მიუღებელია.
გასაგებია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დიდი სიხარულით ცდილობს გააკეთოს ყველაფერი საქართველოს იმიჯის დაზიანებისთვის, თუმცა ქართულ-ევროპული ურთიერთობები ძალიან მყარია,"- ამბობს ირაკლი ბერაიამ.