საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას დღეს საბერძნეთს გადააბარებს. საქართველოს თავმჯდომარეობის მიმოხილვა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობაში, ვიდეო კონფერენციის ფორმატში, გაიმართება.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გასული 6 თვის შედეგებს შეაჯამებს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდიდან 2 თვე საქართველოს პანდემიის დროს მოუწია.
“15 მაისს იმართება მინისტრთა კომიტეტის სხდომა, სადაც მოხდება საქართველოს თავმჯდომარეობის გადაბარება საბერძნეთისთვის. მომზადდა დოკუმენტი, რომელიც გახდა საჯარო და დეტალურად მოიცავს ანგარიშს საქართველოს თავმჯდომარეობის შესახებ. ჩვენს მიერ გაწეული სამუშაო და ევროსაბჭოს მაღალი თანამდებობის პირების შეფასებები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო მ თავმჯდომარეობა საკმაოდ წარმატებულად გაართვა თავი, - განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროპის საბჭოში, ირაკლი გივიაშვილმა.