თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია გახდა, ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2"- ს თბილისის მერია უდასტურებს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის თანამდებობას გიორგი ებანოიძე იკავებდა.
ანდრია ბასილაია კი ეკონომიკური განვითარების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი თუ ვინ ჩაანაცვლებს ანდრია ბასილაიას ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე.