პრემიერ მინისტრი საქართველოს ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობის დასრულებას ეხმაურება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა და გლობალური პრობლემისა, გასულ 6 თვის განმავლობში, საქართვლოს თავმჯდომარეობას მაღალი შეფასება ჰქონდა. მან ევროპელ პარტნიორებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას დღეს საბერძნეთს გადააბარებს. საქართველოს თავმჯდომარეობის მიმოხილვა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობაში, ვიდეო კონფერენციის ფორმატში, გაიმართება.
"დღეს დასრულდა საქართველოს ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობა. ეს 6 თვე იყო ძალზედ წარმატებული, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, საერთაშორისო დონეზე საქართველოს თავმჯდომარეობას ჰქონდა მაღალი შეფასება - პრემიერი მინდა თითოეულ ჩვენ ევროპელ პარტნიორს გადავუხადო მადლობა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მინდა მადლობა გადაუხადო საგარეო საქმეთა სამინიტროს, ბატონ მინისტრს ასეთი ნაყოფიერი და ეფექტური საქმიანობისთვის,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გასული 6 თვის შედეგებს შეაჯამებს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდიდან 2 თვე საქართველოს პანდემიის დროს მოუწია.