18 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს ყველაფერზე, რაც მოხდება, თუ შეთანხმებას არ შეასრულებს - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ სანამ "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული შეთანხმება არ შესრულდება, საპარლამენტო ბოიკოტი გაგრძელდება. 

მისი თქმით, ყველა ოპოზიციური პარტია ფიქრობს, რომ თუ შეთანხმება არ შესრულდება, პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მოხდება, ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. 

"ჩვენს ქვეყანას სჭირდება, რომ შეთანხმება შესრულდეს. ეს არის კარგი ვითარების ნორმალიზაციისთვის, რომ არჩევნები შედარებით ნორმალურ პირობებში ჩატარდეს და მერე ივანიშვილი შეეგუოს ამომრჩევლების გადაწყვეტილებას. ამ მომენტისთვის, შეთანხმება არ არის შესრულებული, სანამ პოლიტპატიმრები არ არიან თავისუფალი. ბოიკოტი საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გაგრძელდება. ის პარტიებიც კი, რომელიც, ჩემი აზრით, ცდებიან და თვლიან, რომ მაინც ღირს, რომ ამ თამაშის წესებში შეყვე ივანიშვილს, ისინიც კი, ყველანი ერთიანი ვართ, რომ პასუხისმგებლობა ივანიშვილის არის ყველაფერზე, რაც მოხდება, თუ შეთანხმებას არ შეასრულებს,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 8 მარტს მიღწეული შეთანხმების დეტალებზე ვერ თანხმდებიან. ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან ერთად, იმ პოლიტიკოსების გათავისუფლებაც იყო, რომელსაც ისინი პოლიტპატიმრებად მოიაზრებენ, "ქართული ოცნება" კი შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფს. 

დღის ამბები