18 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
შეწყალებული პოლიტიკოსები, სავარაუდოდ, უახლოეს საათებში დატოვებენ ციხეს - ადმინისტრაციისთვის შესაბამისი აქტი გადაგზავნილია

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე გადააგზავნა განკარგულება, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილმა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები - ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა.

პარალელურად, რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იკრიბებიან პოლიტიკოსების თანაპარტიელები.

გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ შეწყალებული პატიმრები, წესით, უახლოეს საათებში უნდა გაათავისუფლონ.

"რამდენადაც პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ ეს განკარგულება უკვე არსებობს და მიიღო გადაწყვეტილება შეწყალების შესახებ, გვაქვს იმის გონივრული მოლოდინი, რომ დღესვე გამოიგზავნება ეს განკარგულება ციხეში, რის შემდეგადაც მცირე ბიუროკრატიული პროცედურებია, დოკუმენტებზე ხელმოწერა და ა.შ. და უნდა გათავისუფლდნენ მსჯავდებულები. იმის გათვალისწინებით, რომ ციხეში ზედმიწევნით იყო კარანტინის პირობები დაცული და იმაზე უფრო მკაცრად, ვიდრე გარე პირობებში, ეს, წესით, არანაირ დაბრკოლებას არ წარმოშობს. რაც შეეხება კომენდანტის საათს, ამ შემთხვევაში, მასზე კომენდანტის საათი, ბუნებრივია, ვერ გავრცელდება. ციხე, როგორც წესი, 100-დან 100 შემთხვევაში, როგორც კი მიღებულია გადაწყვეტილება, 1-2 საათში ათავისუფლებს პატიმრებს"-განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები