18 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
პრეზიდენტის გადაწყვეტილება წაადგება საქართველოში პოლიტიკური პროცესის ნორმალურ ვითარებაში წარმართვას - ნინო ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა ის სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საქართველოში პოლიტიკური პროცესის ნორმალურ ვითარებაში წარმართვას წაადგება.

"მოხარული ვარ, რომ პატიმრები გათავისუფლდნენ და სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად წაადგება საქართველოში პოლიტიკური პროცესის ნორმალურ ვითარებაში წარმართვას.

ოპოზიციის ერთიანობას ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერასთან ერთად," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტპატიმრები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

დღის ამბები