ამერიკის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და მისი მოადგილე, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ და აცხადებენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ელიან:
"მივესალმებით დღევანდელ შეწყალებას და ეს 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რამაც უნდა გარდაქმნას საარჩევნო სისტემა და დაასრულოს სასამართლოს საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევა. მომდევნო კვირებში ველით დაპირებულ ცვლილებებს საარჩევნო სისტემაში. ასევე, ველით გიორგი რურუას გათავისუფლებას, მედიის მფლობელის, რომელიც დეკემბერში საეჭვო ბრალდებებით დააკავეს," - წერენ სენატორები.