18 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
კომპრომისი არ ნიშნავს დამარცხებას, ქვეყანაში უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ანგარიშსწორებები - გიორგი ვაშაძე

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულება ოპოზიციის ერთიანობის წყალობით მოხდა, ამიტომ ისინი ერთიანობას არ არღვევენ და უკლებლივ ყველა გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს.

როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, სწორედ ამის შემდეგ გამოუცხადებენ სრულ მხარდაჭერას საკონსტიტუციო ცვლილებებს. 

"ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია გიორგი რურუას გათავისუფლება და საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანა. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ პროცესში გარკვეული კომპონენტები იცვლება ხოლმე, ამიტომ აუცილებელია, რომ არსებული სტრატეგიით ვიმუშაოთ.

კომპრომისი არ ნიშნავს დამარცხებას, პირიქით, ეს ყველასათვის კარგია. ვფიქრობ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ პოლიტიკური ანგარიშსწორებები,"- აცხადებს "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. 

დღის ამბები