პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხს, პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია გამოეხმაურა. ის გუშინდელ შეწყალების ფაქტს დემოკრატიისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვად აფასებს და აღნიშნავს, რომ მეორე ეტაპზე მნიშვნელოვანია ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე შეწყდეს.
"გუშინდელი შეწყალება იყო აუცილებელი ნაბიჯი დემოკრატიისა და სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით. ვხედავთ, რომ დაიწყო 8 მარტის შეთანხმების პირველი ნაწილის შესრულება, მაგრამ უმნიშვნელოვანესია მეორე ნაწილიც შესრულდეს და არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს.
მეორე ეტაპზე მნიშვნელოვანი, რომ შეწყდეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე და აღარ იყოს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესები,"- აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია.