ეკონომიკის მინისტრი ბერძენ კოლეგას ესაუბრა. ნათია თურნავამ მას კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის კუთხით საქართველოს მთავრობის გამოცდილება გაუზიარა და ქვეყანაში ტურიზმის ამოქმედების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. მათ შორის სხვადასხვა ქვეყანასთან უსაფრთხო დერეფნების შექმნის ინიციატივა.
"პირველი აქცენტი კეთდება ევროკავშირზე, დღეს ონლაინ შეხვედრა გვქონდა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრთან, ჰარი ტეოჰარისთან, ის გახლავთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელიც. გავუზიარეთ მოსაზრებები, თუ რა აუცილებელი მოთხოვნები უნდა შეათანხმონ ქვეყნებმა ე.წ. მწვანე, უსაფრთხო დერეფნების შექმნისთვის, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ტურისტების მიმოსვლა," - განაცხადა ნათია თურნავამ.