გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ, მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ ოპოზიცის წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ამჯერად მაინც დაუჭერენ. რატი იონათამიშვილის თქმითვე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაზარალდება.
"თუ რომელიმე პარტია მაინც იკადრებს და არ დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვფიქრობ, ეს მათი რეპუტაციისთვის დამაზიანებელი იქნება. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ევროპულ სტანდარტებზე ნუ გვესაუბრება ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელის სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს 53 საქმეზე ჰყავს გასამართლებული,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.