18 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
გვახსოვს, პრეზიდენტის რეალურად სკანდალური შეწყალებები, არც ამჯერად ვეთანხმებით მას - სოფო კილაძე

მმართველ გუნდში პრეზიდენტის შეწყალების საკითხს კრიტიკულად აფასებენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, ის და მისი გუნდი პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებებს მხარს არ უჭერს​

"ჩვენ გვახსოვს, რომ რამდენიმე თვის წინაც იყო პრეზიდენტის ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ პარტიაში არ ვეთანხმებოდით, ეს იყო რეალურად სკანდალური შეწყალებები. არც ამჯერად ვეთანხმებით ჩვენ მის გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ სპეკულაციები "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან კვლავ გაგრძელდება, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საარჩევნო რეფორმა საკონსტიტუციო ცვლილების სახით მივიღოთ,"- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ. 

დღის ამბები