18 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
ლევან დავითაშვილმა და სოზარ სუბარმა რწმუნებულებს ანტიკრიზისული გეგმა გააცნეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რწმუნებულებს შეხვდნენ.

ლევან დავითაშვილმა ანტიკრიზისული გეგმის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე ითქვა, რომ სამინისტროს შესაბამისი სამსახურები რწმუნებულებთან ერთად იმუშავებენ ყველა იმ რგოლთან, რომლებმაც შემდეგ ინფორმაცია ფერმერებს უნდა მიაწოდონ.

"მხარის ხელმძღვანელებთან და გუბერნატორებთან აქტიურად განვიხილეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია განხორციელდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმისათვის, რომ თითოეულ ფერმერს დაეხმაროს მეურნეობის განვითარებისათვის,"- აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. 

სოზარ სუბარმა იმ სამ კომპონენტზე ისაუბრა, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და რაც ანტიკრიზისულ გეგმაში მკაფიოდ არის გაწერილი.  

"ეს გარკვეულად სოციალური დატვირთვის მქონეც არის, რადგან ეხმარება ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს, რომ გაზარდონ მოსავლიანობა. მეორე პაკეტი არის მსხვილი ფერმერებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს მათი წარმოების გაზრდას. მესამე გახლავთ სასურსათო უსაფრთხოება, რომელიც მნიშვნელოვანი ამ პერიოდში, როდესაც საზღვრებზე მობილობა გართულდა,"- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი. 

დღის ამბები