18 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე დადებითად აფასებს

ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას დადებითად აფასებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი. კონგრესის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად შეძლო ღირსეულად შეესრულებინა თავმჯდომარე ქვეყნის ფუნქცია.

"ჩვენთვის, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, მინისტრთა კომიტეტი კონვენციის სისტემის უტყუარობისა და სიცოცხლისუნარიანობის გარანტია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო. ამასთან, ჩვენ ძალიან კეთილგანწყობილნი ვართ თქვენ მიერ წარმოდგენილი ინიციატივის მიმართ, რომელიც ეხება გარემოს დაცვას. მე პირადად მივიღე მონაწილეობა საქართველოს მიერ ორგანიზებულ დიდ კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებებს, ასევე ამ კვირაში გამართულ ვიდეო-კონფერენციაში, ბავშვზე ორიენტირებულ მართლმსაჯულებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები და ინიციატივებია და მე მინდა ეს მოგილოცოთ. თქვენ ამ ურთულეს პირობებში გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგეძლოთ," - აცხადებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსი.

დღის ამბები