პირველი, ვისაც დღეს ციხიდან გათავისუფლებული გიგი უგულავა შეხვდა, საკუთარი თანაგუნდელები იყვნენ. "ევროპული საქართველოს" ოფისში პარტიის ლიდერი შვილებთან ერთად მივიდა. გიგი უგულავას თქმით, 8 მარტს დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს და მომდევნო ნაბიჯი საპატიმროდან გიორგი რურუას გათავისუფლება უნდა იყოს. თავის მხრივ კი, ოპოზიციამ არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატის დაყენებაზე მუშაობა უნდა გააგრძელოს.
საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლაზე საუბრობენ "ნაციონალურ მოძრაობაშიც". პარტიაში ამბობენ, რომ დასავლელი პარტნიორები პროცესებს მონიტორინგს ბოლომდე გაუწევენ და ნაკისრი ვალდებულების შესრულება ყველას მოუწევს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათ მთავარი იარაღი ერთიანობაა, ამიტომ სამოქმედო გეგმაც შეთანხმებული იქნება. მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობაში ჩართვას, პარტიები მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლების შემდეგ აპირებენ.
მმართველ გუნდში ოპონენტებს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ. "ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, არ ეთანხმებიან.
22 მაისიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უქმდება და პარლამენტიც სწორედ ამის შემდეგ აღადგენს მუშაობას. მიუხედავად ორი პოლიტიკური ლიდერის ციხიდან გათავისუფლებისა, ჯერ კიდევ ბუნდოვანია პასუხი კითხვაზე - დაუჭერს თუ არა საპარლამენტო ოპოზიცია მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს.