18 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
ჰუბერტ ქნირშმა ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დამცავი აღჭურვილობა გადასცა

გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დამცავი აღჭურვილობა გადასცა.

დამცავ აღჭურვილობაშია დეზინფექციის ბარიერები, სადეზინფექციო ხსნარები, ხელთათმანები და პირბადეები.

ქვეყანაში პანდემიით შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში აქტიური მხარდაჭერისთვის გერმანიის მთავრობას მადლობა გადაუხადა.

აღჭურვილობა პარტნიორ საქვეუწყებო დაწესებულებებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ეკოსერვის“ ფარგლებში გადაეცათ.

"ჩვენი თანამშრომლობა წლებია გრძელდება. ეს გრძელვადიანი პროექტია. ვამაყობთ, რომ ვართ საქართველოს პარტნიორები. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. გარემოს დაცვა უმნიშვნელოვანესია," - განაცხადა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.

 

დღის ამბები