შემოსავლების სამსახურის ახალი საძიებო სისტემა ამუშავდა, რომლის საშუალებითაც შეიტყობთ, ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის ლევან დგებუაძის თქმით, ვებგვერდზე rs.ge / kompensacia - მომხმარებელს მარტივად შეუძლია გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები.
მისივე განცხადებით, დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომერის და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა.
გადამოწმების პროცესის დასრულების შემდეგ, დამქირავებლის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილურ ნომერზე, პირს მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიუვა ინფორმაცია, არის თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში.